არიანა გრანდემ ახალი სინგლი გამოუშვა. სიმღერა, სახელწოდებით „ცისარტყელის ზემოთ“ ამერიკელმა მომღერალმა მანჩესტერის ტერაქტის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად ჩაწერა. მასშტაბური ტერორისტული აქტი მანჩესტერ არენაზე 22 მაისს, გრანდეს კონცერტზე განხორციელდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. 4 ივნისს მომღერალმა მანჩესტერში საქველმოქმედო კონცერტი გამარტა, რომელზეც შემოსული 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი ბრიტანულ წითელ ჯვარს გადაეცა.