ქართველი მხატვრები აშშ-ში წარმატებებს აღწევენ. ამჯერად Madatart-მა მანჰეტენზე Jadite Galleries-ში 10 ქართველი მხატვარი გამოფინა.
ამერიკული არტპრომოუშენ კომპანია "მედეთარტი" ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა. კომპანიის ხელმძღვანელმა მარიტა დამენიამ ერთი წლის განმავლობაში ქართველი მხატვრებისთვის და სკუპლტორებისთვის რვა პროექტი განახორციელა. ბოლო პროექტი Jadite Galleries ში გამართული გამართული ჯგუფური გამოფენა, შაბათს სამ ივნისს დასრულდა. გამოფენაზე წარმოდგენილმა ხელოვნების ნამუშევარმა საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. თათია კობრეშვილმა, ეკატერინე კიკნაძემ, ნანა გაგოშიძემ, გიორგი კობიაშვილმა, ნანა ჩიხლაძემ, მაკა ბერაძემ და ნინო ქურდაძემ გამოფენაზე თავიანთი ნახატები, ხოლო ვანო ზაქაიძემ, ანა ქურციკიძემ და ლეილა ქურციკიძემ ტყავის აქსესაურები, ჩანთები და ვერცხლის და მინანქრის სამკაული გამოიტანეს. გამოფენაში მონაწილეობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ეთერი ჭკადუა, ძმასთან გოჩა ჭკადუასთან ერთად (Eteri and Gocha Chkadua Studio),
ALIEN BLOOM - პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ულამაზესი ყვავილები, გალერეის ცენტრში ულამაზესი ბაღის ილუზიას ქმნიდა.
გამოფენაში მონაწილე ათივე ხელოვანის ნამუშევარმა საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. თათია კობრეშვილმა, ეკატერინე კიკნაძემ, ნანა გაგოშიძემ, გიორგი კობიაშვილმა, ნანა ჩიხლაძემ, მაკა ბერაძემ და ნინო ქურდაძემ გამოფენაზე თავიანთი ნახატები წარადგინეს, ხოლო ვანო ზაქაიძემ, ანა ქურციკიძემ და ლეილა ქურციკიძემ ტყავის აქსესაურები, ჩანთები და ვერცხლის და მინანქრის სამკაული. გამოფენაში მონაწილეობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ეთერი ჭკადუა, ძმასთან გოჩა ჭკადუასთან ერთად (Eteri and Gocha Chkadua Studio), ALIEN BLOOM - პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ულამაზესი ყვავილები, გალერეის ცენტრში ულამაზესი ბაღის ილუზიას ქმნიდა.
"ძალიან კარგი გამოფენა გამოგვივიდა, საინტერესო, მრავალფეროვანი, სრულიად განსხვავებული ხელოვანები, რომელიც ერთ მთლიან ჰარმონიას ქმნიდნენ.გამოფენას ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა და ნიუ იორკელი გალერისტების მიერ შეფასდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ექსპოზიცია. თითოეული ნახატი თითოეული წარმოდგენილი ხელოვნების, ნიმუში უნიკალური და შთამბეჭდავი იყო. სტუმრებიც და მხატვრებიც ძალიან კამყოფილი დარჩნენ. ჩვენს გამოფენებში მონაწილეობენ, როგორც პროფესიონალი ასევე არაპროფესიონალი მხატვრებიც.
მაგალითად ნანა გაგოშიძე, თათია კობრეშვილი, ნინო ქურდაძე თვითნასწავლი ხელოვანები არიან. ნანა ისეთ საოცრებებს ქმნის ქართული აბრეშუმით და სხვა ნატურალური მასალით, თვალს ვერ მოაცილებთ. თათია, რომელიც დიდი ზომის აბსტრაქტულ ტილოებზე მუშაობს, თავისი ფერთა პალიტრით, ნამუშევრებთან მიდგომით რომ ძალიან მოკლე დროში გახდა პოპულარული, როგორც საქართველოში ისე ამერიკაში. მონაწილეების დიდი ნაწილი ქართველი ემიგრანტები არიან, უნიჭიერესი ადამიანები. თითოეულ მათგანთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა", აცხადებს მარიტა დამენია.
ქართული მხატვრობის პოპულარიზაცია ამერიკაში, ისევ გრძელდება. სულ მალე მედეთარტი ემიგრანტი ქართველი მხატვრის ცირა ახობაძის პერსონალურ გამოფენას, ხოლო და ამის შემდეგ კვლავ ქართველი მხატვრების ჯგუფურ გამოფენას გამართავს.