ყატართან დაკავშირებულ დიპლომატიურ სკანდალს ოფიციალური თეირანიც გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
„რეგიონში არსებული პრობლემების დაძლევა მხოლოდ დიალოგის გზით არის შესაძლებელი,“-აღნიშნა ბაჰრამ ჰასემიმ.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 7-მა არაბულმა ქვეყანამ ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და დოჰასთან დიპლომატიურინ ურთიერთობა შეაჩერა.