საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართა.
4 ივნისს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე თბილისის მერიის ბიგ ბენდის კონცერტის შემდეგ ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები გამოავლინეს:
საუკეთესო ანიმაციური ფილმი: მარწყვის დღეები / სლოვაკეთი
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: ტაიმორის შოუ / ისრაელი
საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ბიზნესი / არგენტინა
ჟიურის პრიზი: ფანჯარა / იტალია
ასევე გაიცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც ისწავლება მსოფლიო კინოსკოლებში:
რეჟისურა: სართული X / გერმანია;
ხმის რეჟისურა: მახლობლად / პოლონეთი
ოპერატორის ნამუშევარი: დანაშაულებრივი მიზანი / ჩინეთი
მონტაჟი: თავშეყრის შემდეგ / ფინეთი;
სცენარი: დონორი / საქართველო