არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმამ დიეგო მარადონამ მექსიკასთან მოახლოვებულ მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა. მისი ტქმით, "აცტეკებს" არგენტინის სუპერგუნდი დაუპირისპირდება.
"მე ვათამაშებ უძლიერს შემადგენლობას, იმ ფეხბურთელებიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩამოვიყვანე. არასდრის არ მყოლია ფავორიტი მოთამაშეები და მუნდიალზე არგენტინას ის ფეხბურთელები წარმოადგენენ, რომლებიც შანსს იმსახურებდნენ. არგენტინის ნაკრები სუპერგუნდია - სხვა შეფასებას ვერ ვპოულობ", - მარადონას სიტყვებს "ევროსპორტი" ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალური მატჩი არგენტინა - მექსიკა დღეს, თბილისის დროით, 22:30 საათზე დაიწყება.