ამსტერდამის რეიკსმიუსეუმის ხელმძღვანელობამ მუზეუმის სტუმარს რემბრანდტის ნახატთან მთელი ღამით დარჩენის უფლება მისცა. პატივი წილად 10 მემილიონე სტუმარს ერგო. „მე რემბრანდტისნახატთან ორ მეტრში მეძინა. ეს დიდებული იყო. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,“-აცხადებს სკოლის მასწავლებელი სტეფან კასპერი, რომელსაც საწოლი ნახატთან დაუდგეს. მისთვის საუზმე რესტორან RIJKS-ის შეფ-მზარეულმა მოამზადა.