სამხრეთ აფრიკაში, დღეს მერვედფინალური ეტაპის 2 მატჩი გაიმართება. თბილისის დროით, 18:00 საათზე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, გერმანიის ნაკრები მუნდიალის ერთგზის გამარჯვებულ, ინგლისს ეთამაშება. 22:30 წუთზე კი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არგენტინა მექსიკას ეთამაშება.
გერმანელები მოახლოვებულ მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდებიან, წინასწარი ინფრომაციით, ტრავმის გამო იოახიმ ლიოვის გუნდს თავდამსხმელი კაკაუ დააკლდება. აღნიშნული მატჩი გულშემატკივრის ყურადღებას იქცევს, რადგან მსოფლიოში გერმანიას და ინგლისს უამრავი ადამიანი ქომაგობს. ამასთან, სიტუაცია დაძაბა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, თავის დროზე მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანც ბეკენბაუერმა, რომელმაც ინგლისელ ფეხბურთელებს ბრიყვები უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ხელში გუნდის მთავრი მწვრთნელი, იტალიელი, ფაბიო კაპელო ეცოდება. ბეკენბაურის განცხადებას ინგლისელთა კაპიტანი, "ლივერპულელი", სტივენ ჯერარდი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ბეკენბაუერს პასუხს მოედანზე გასცემენ.
რაც შეეხებე მეორე მატჩს, არგენტინა და მექსიკა მუნდიალის მერვედფინალში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. როგორც ცნობილია, არგენტინელებმა მექსიკის ეროვნული გუნდი 4 წლის წინ, გერმანიაში გამართული მუნდიალის მერვედფინალიდან გამოაგდეს. გამარჯვების გოლი დამატებით დროში არგენტინელმა მაქსი როდრიგესმა გაიატანა. მოახლოვებულ მატჩს მექსიკელები იმედიანად ხვდებიან, მათი კაპიტნის, "ბარსელონელი" რაფაელ მარკესის განცხადებით, გამარჯვებისათვის მექსიკას ლეო მესის განეიტრალება მოუწევს, რაც მისი თქმით, ძნელი, თუმცა არა შეუსრულებელი ამოცანაა.