დღეს, 4 ნოემბერს, 12:00 საათზე მეტროსადგურ "რუსთაველის" შესასვლელთან გაიმართება კონსერვატიული პარტიისა და მოძრაობა ''შემოგვიერთდის'' ერთობლივი კამპანიის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის საკრებულოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და შესაბამისად თბილისის 47 ბაღ-პარკის გადარჩენის მოთხოვნით წარმოებულ საზოგადოებრივ საპროტესტო მოძრაობაში თბილისის მოსახლეობის ჩართულობის ხარისხის გაზრდას. ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატიული პარტია ავრცელებს.
დაიწყება ხელმოწერების შეგროვება, ასევე იმ პირების აღნუსხვა, რომელებიც მზად იქნებიან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ თბილისის გადარჩენის სამოქალაქო კომიტეტების ფორმირების პროცესში.