ბონდიანას ცნობილი ვარსკვლავი მოლი პიტერსი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პიტერსმა შონ კონერისთან ერთად მიიღო მონაწილეობა ჯეიმს ბონდის მეოთხე ეპიზოდში „სფერული ელვა“. ფილმი კინოეკრანებზე 1965 წელს გამოვიდა. პიტერსი იყო პირველი გოგონა, რომელიც კადრში გაშიშვლდა.