დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ურსა", ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფოაკადემიური ანსამბლის „რუსთავის" დასის მოცეკვავეებმა და დუბლინში მოქმედმა ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლმა „National Rhythm of Georgia", რომელთაც ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.
კონცერტი ირლანდიაში ქართული დიასპორის ინიციატივითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. მოწვეულ სტუმრებმა ღონისძიებაზე ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.