ლიტვაში ნატოს წვრთნები მიმდინარეობს. საარტილერიო სწავლებები, სახელწოდებით „ცეცხლის ქუხილი“ პაბრადის პოლიგონზე დღეს დილიდან დაიწყო. მასში ალიანსის წევრი 5 ქვეყნის, ლიტვის, ლატვიის, გერმანიის, პოლონეთისა და ჰოლანდიის 700-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. წვრთნები 3 ივნისამდე გაგრძელდება.