ამერიკული ავიამზიდი კარლ ვინსონი კვირის ბოლოსთვის სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებს დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგი იტყობინება. კარლ ვინსონს მეორე ამერიკული ხომალდი რონალდ რეიგანი ჩაანაცვლებს. კორეის ნახევარკუნძულისკენ მიემართება კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი ნიმიციც.