ფილიპინებში შეტაკებები გრძელდება. სამთავრობო ძალები ქალაქ მარავის გათავისუფლებას ცდილობენ, რომელიც ისლამისტებმა ორი კვირის წინ აიღეს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 4 დღის განმავლობაში შეტაკებებს 19 მშვიდობიანი მცხოვრები, 11 სამხედრო მოსამსახურე და 4 პოლიციელი ემსხვერპლა, ამბოხებულებმა კი 60-მდე მებრძოლი დაკარგეს. მინდანაოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.