მორიგი საპროტესტო აქცია მოსკოვში. დედაქალაქის ცენტრში შეკრებილმა მოსახლეობამ მოსკოვის მერის გეგმა გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქში საბჭოთა პერიოდში აშენებული საცხვრებელი სახლების რენოვაცია იგეგმება. მიტინგში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეებმა მოსკოვის მერის გადადგომაც მოითხოვეს.