ესპანეთს საკურორტო ქალაქ მარბელში ავტომობილი ღამის კლუბთან შეკრებილ მოქალაქეებს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით სამართალდაცველებმა მანქანა ერთ-ერთი სასტუმროსთან იპოვნეს და მძღოლი დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მომხდარში ტერორისტული კვალი არ იკვეთება. როგორც გაირკვა, მანქანას ბრიტანეთის მოქალაქე მართავდა. ის ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.