მანჩესტერელი ტერორისტის, სალმან აბედის უმცროსი ძმა ხაშიმ აბედი ლიბიაში გაეროს მისიის ხელმძღვანელზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მარტინ კობლერზე ტრიპოლიში 2017 წლის დასაწყისში უნდა განხორციელებულიყო. ტერაქტი სამართალდამცველებმა აღკვეთეს. სალმან აბედიმ თავი 22 მაისს მანჩესტერ-არენაზე აიფეთქა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა.