ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნა სავარაუდოდ პარლამენტის სპიკერ მაგომედ დაუდოვის მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ Human Rights Watch-ის დასკვნაშია ნათქვამი. ინფორმაცია ჰომოსექსუალთა დევნის, წამებისა და მკვლელობის შესახებ პირველად ორი თვის წინ „ნოვაია გაზეტამ“ გაავრცელა, რასაც გროზნოს მწვავე რეაქცია მოჰყვა.