დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან კავშირს მალავდა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კუშნერი და კისლიაკი შეხვედრებს მართავდნენ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისას და მისი დასრულების შემდეგაც. მათ შორის რამდენჯერმე სატელეფონო საუბარიც გაიმართა. ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედი და ყოფილი მრჩევლების შესაძლო კავშირს რუსეთთან გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.