იტალიაში 74 წლის ასაკშინ ლეგენდარული მოდელიორი ლაურა ბიაჯოტი გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალბატონი რომის კარდეოლოგიურ კლინიკაში გულის შეტევით გუშინ მიიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბიაჯოტი მოდის სამყაროში „კაშმირის დედოფლის“ სახელით იყო ცნობილი. 1972 წელს მან საკუთარი ბრენდი Laura Biagiotti Fashions დააფუძნა, 80-იანი წლებიდან კი სუნამოების გამოშვება დაიწყო. მსოფლიოში მას 600-მდე მაღაზია ჰქონდა გახსნილი.