თბილისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში 58 წლის ქალია მოთავსებული.
მას რამდენიმე კვირის წინ საკუთარმა ლეკვმა უკბინა, რომელიც სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა ის ექიმთან არ მისულა.
ცოფით დაინფიცირებული ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.