მოსკოვში ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს. ოპერაცია უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჩაატარა. დაკავებულთა ბინებიდან ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ისინი მოსკოვში სავარაუდოდ მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.