ბრიტანეთის დედოფალი დღეს მანჩესტერში ჩავიდა. ელიზაბეტ მეორემ საავადმყოფოში 22 მაისის ტერაქტის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.
კლინიკაში მკურნალობას აფეთქების შედეგად დაზარალებული 14 ბავშვია გადის. მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მასშტაბური ტერორისტული აქტი მანჩესტერში 22 მაისს განხორციელდა. აფეთქებას მანჩესტერ-არენაზე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.