ნადეჟდა სავჩენკოს პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ მან პოლონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და პრეზიდენტად ჩემი კანდიდატურა დავაყენო. ჩემი პოლიტიკური პარტია აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო არჩევნებშიც და გამარჯვების შემთხვევაში არაჯანსაღ პოლიტიკურ სისტემას შეცვლის,“-აღნიშნა უმაღლესი რადის დეპუტატმა.