თეირანი სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. სააგენტო ფარსის ინფორმაციით, ირანში რაკეტების მწარმოებელი კიდევ ერთი ქარხნის მშენებლობა დასრულდა. ბრიგადის გენერლის, ამირ ალი ჰაჯიზადეს თქმით, ეს უკვე მესამე მიწისქვეშა ქარხანაა, რომელიც ‘მიწა-მიწის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე იმუშავებს.