კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არ ჩატარდება. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარია დოლორეს დე კოსპედალმა განაცხადა.
„შანტაჟზე რეაგირება დიდი სიფრთხილით უნდა მოვახდინოთ, თუმცა პრინციპულები უნდა ვიყოთ. სახელმწიფოს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ მსგავსი რეფერენდუმი არ ჩატარდეს. ეს იქნება თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და კონსტიტუციაზე,“-აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
გუშინ კატალონიის ლიდერებმა ესპანეთის პრემიერს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს. ისინი დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.