ფილიპინების ქალაქ მარავიში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. პრეზიდენტ დუტერტეს განკარგულებით, სამთავრობო ძალები ისლამისტებისგან ქალაქის გაწმენდას იწყებენ. მარავი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა გასულ კვირას შტურმით აიღეს. შეტაკებებს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. რადიკალებს მძევლად ქალაქის 40-მდე მცხოვრები ჰყავთ აყვანილი.