მანჩესტერის ტერაქტს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება ბარაქ ობამამ ბერლინში ევანგელისტური ეკლესიის დღისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე გააკეთა. თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა მანჩესტერ-არენაზე მომხდარ აფეთქებას გაუგონარი ძალადობა უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. მასშტაბური ტერორისტული აქტი მანჩესტერში 22 მაისის ღამეს განხორციელდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა.