„დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ნატო საერთაშორისო კოალიციის წევრი გახდეს,“ -ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე ჟერნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს ძლიერი პოლიტიკური მესიჯი იქნება იმისა, რომ ნატო მოწოდებულია ტერორიზმთან ბრძოლისთვის. ეს ასევე გააუმჯობესებს ჩვენს კოორდინაციას საერთაშორისო კოალიციასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო ჩართული იქნება საომარ ოპერაციებში,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.