ლიონელ მესის შემდეგ მართლმსაჯულებასთან პრობლემა მადრიდის რეალის თავდამსხმელს, კრიშტიანო რონალდოსაც შეექმნა. პორტუგალიელ ფეხბურთელს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. მას ოთხთვიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 8 მილიონი ევროს გადახდა ელის. ანალოგიური ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა ბარსელონას ფორვარდს, ლიონელ მესისაც მიუსაჯეს.