მანესტერის ტერაქტის გამოძიების ფარგლებში ბრიტანელმა სამართალდამცველებმა მეშვიდე ეჭვმიტანილი დააკავეს. მორიგი სპეცოპერაცია უორკშირის საგრაფოში, ქალაქ ნანიტონში ჩატარდა. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ტერაქტი ერთმა თვითმკვლელმა განახორციელა, თუმცა თავდასხმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. დაკავებულთა შორის ტერორისტ სალმან აბადის ძმა ისმაილ აბადიცაა. ერთ-ერთი ვერსიით, მანჩესტერის ტერორისტის მეორე ძმა ტერაქტს ტრიპოლიში ამზადებდა. ის მამასთან ერთად ლიბიაში დააკავეს. ტერაქტი მანჩესტერ არენაზე 22 მაისს მოხდა. აფეთქებამ 22 ადამიანის, მათ შორის 12 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. 64 ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.