უზბეკეთში სასკოლო ბანკეტები აიკრძალა. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი News Asia იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 25 მაისს 11 კლასის მოსწავლეები სკოლის დამთავრებას იზეიმებენ, ბოლო ზარის შემდეგ კი მათ ბანკეტის ნაცვლად სახლში წასვლა მოუწევთ. ხელისუფლების განმარტებით, გამოსაშვები საღამოები მოსწავლეების მშობლებს ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვაში დაეხმარება. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ტაჯიკეთის მთავრობამაც, სადაც არათუ სასკოლო ბანკეტებზე, არამედ ბოლო ზარის ტრადიციაზეც თქვეს უარი. სამოსაშვები საღამოების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვიც.