ლიბიის სანაპიროებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. შედეგად 31 ლტოლვილი დაიღუპა. მიგრანტები ევროპის სანაპიროებამდე მიღწევას ცდილობდნენ, რა დროსაც შტორმში მოყვნენ. სამაშველო ოპერაცია ტრაგედიის ადგილას ჯერ არ დასრულებულა. არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.