ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ტრადიციული ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ გაიხსნება, რომლის ორგანიზატორებიც უკვე რამდენიმე ათეული წლებია იმერეთის სამხარეო ადმინსიტრაცია და საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაცია არიან.
ფესტივალი გამორჩეული და სფეციფიკურია საქართველოში არსებულ ფესტივალებს შორის, ვინაიდან ის აერთიანებს იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს. გარდა იმერეთის რეგიონის თეატრებისა, ფესტივალში მონაწილეობას იღებს სოხუმის სახელმწიფო პროფესიული და კახის ქართული თეატრი აზერბაიჯანიდან.
ფესტივალის დამფუძნებელი იმერეთის სამხარეო ადმინსტრაციასთან ერთად არის სსაქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაცია. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია „კულტურის ქურუმი“ ლევან როხვაძე, ხოლო გენერალური დირექტორი მაია პაქსაშვილი. ორგანიზატორების თქმით: „წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია რეპერტუარით და ჟიურის სრულიად ახალი შემადგენლობით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი მასპინძლობს ჩვენს ძმებს აზერბაიჯანიდან, კახის ქართულ თეატრს, რომელთაც ჩვენგან ყურადღება აკლია. ვფიქრობთ, მათი მონაწილეობა ამ ფესტივალში უფრო დაახლოებს მშობლიურ ფესვებთან – ქართულ თეატრთან და კომუნიკაციის ახალ გზებს და პერსპექტივებს გააჩენს...“
„თეატრალური იმერეთი 2017“–ის ჟიური წევრები არიან: თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობსი დოქტორი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი მაკა ვასაძე (თავმჯდომარე); ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის რედაქტორი ლელა ოჩიაური, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, თეატრმცოდნე და ცნობილი ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, ჟიურის შემადგენლობაში ასევე იმუშავებს დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან. წლევანდელ ფესტივალს ეყოლება ახალგაზრდული ჟიური, რომელიც პარალელურად შეაფასებს ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს. ფესტივალში სტუმრის სტატუსით მონაწილეობას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი თემურ ჩხეიძის სპექტაკლით „არტ ხელოვნება“.
ფესტივალში სულ 14 სახელმწიფო პროფესიული და სახალხო თეატრი მიიღებს მონაწილეობას, ყველა სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.