27 ივნისს, თბილისში, დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი `ექსტრიმ-2010". ტურნირთან დაკავშირებით, დღეს 25 ივნისს, 13.00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში, ტურნირის ორგანიზატორები გამართავენ წინასაშეჯიბრო ბრიფინგს ტურნირის მონაწილეთა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირიდან აცნობეს, ტურნირის ორგანიზატორები არიან - საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირი `ოფროუდ კლუბი~, ვებპორტალი `ადრენალინე.გე~, ოფიცილაური მხარდამჭერები - თბილისის მერია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, `ნატახტარი~. სპონსორები - მაგთი, მაღაზია `4 ვე-დე~, `ჰაიდელბერგ-ცემენტი~. ტურნირი ტარდება ექსტემალური სპორტის კვირეულის ფარგლებში.
`ექსტრიმ-2010~ განეკუთვნება `ტრიალის~ ტიპის შეჯიბრს და მასში მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა დაძლიონ წინასწარ განსაზღვრული ტრეკის რთულად გადასალახი მონაკვეთები, ბუნებრივი თუ სპეციალურად შექმნილი ბარიერებით. გამარჯვებულად ითვლება საუკეთესო დროის მქონე სპორტსმენ.
შეჯიბრი ჩატარდება 4 ჩათვლით კატეგორიაში:
სტანდარტი - სტანდარტული ავტომობილები მინიმალური გადაკეთებით;
მონსტრები - სტანდარტული 4 კარიანი ავტომობილები მინიმალური გადაკეთებით;
ექსტრიმი - სპეციალურად მომზადებული ავტომობილები;
კვადროციკლები
ტურნიში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ირანის წარმომადგენელი პროფესიონალი სპორტსმენები. შეჯიბრში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ იმ მოყვარულ ავტომობილისტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ რეგლამენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, მონაწილე ეკიპაჟებისთვის სავალდებულოა უსაფრთხოების ღვედები, დამცავი ჩაფხუტები, ცეცხლმაქრი და ავტო-აფთიაქი.
ტურნირის განრიგი:
25 ივნისი - 13.00 - წინასაშეჯიბრო ბრიფინგი;
26 ივნისი - 12.00-19.00 - მონაწილეთა განაცხადების მიღება, ტექ-კომისია;
27 ივნისი - 10.00 - ტურნირის სტარტი