აშშ პრეზიდენტი მანჩესტერში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.
"ახალგაზრდა, ლამაზი, უდანაშაულო ადამიანები ბოროტმა, ხელმოცარულმა ადამიანებმა მოკლეს. მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, რადგანაც ეს ტერმინი მოსწონთ. დღეიდან მათ ხელმოცარულებს ვუწოდებ. ჩვენ მათ აგრესიას არ უნდა შევეგუოთ. მანკიერი იდეოლოგია უნდა განადგურდეს", - განაცხადა ტრამპმა.
მანჩესტერ არენაზე აფეტქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო.