მაიკლ ფლინი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ბიბისის ინფორმაციით, ტრამპის ყოფილი მრჩეველი სენატის კომიტეტს რუსეთთან მისი კავშირების შესახებ დოკუმენტებს არ გადასცემს. ფლინი ე.წ. „მეხუთე შესწორებით“ ისარგებლებს, რაც საშუალებას მისცემს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს. ფლინისა და ტრამპის ადმინისტრაციის წევრების რუსეთთან კავშირებს სენატის დაზვერვის კომიტეტი იძიებს, რომელმაც ფლინს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ არაერთხელ მოუწოდა.