მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 59. ამის შესახებ ინფორმაციას BBC მანჩესტერის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა.
მანჩესტერ არენაზე აფეთქება პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად არ დაშავებულა ამერიკელი პოპმომღერალი არიანა გრანდე. ამის შესახებ მედიას მისმა წარმომადგენელმა განუცხადა.
მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ.