ბრიტანული პოლიცია ამჟამად 19 გარდაცვლილისა და 50 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ასევე, მანჩესტერში მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერში, სპორტულ არენაზე მიმდინარე კონცერტზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. მომღერალ არიანა გრანდეს შოუზე მისული ათასობით ადამიანი პანიკურად ცდილობდა შენობის დატოვებას. ბრიტანულ პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადასული. დახურულია ქალაქის რკინიგზა.