ბრიტანული პოლიციის ცნობით, მანჩესტერში მომხდარ აფეთქებებს 20 ადამიანი ემსხვერპლა, რამოდენიმე ათეული კი სხვადასხვა მიზეზით დაშავდა.
შეგახსნებთ, რომ რამოდენიმე საათის წინ მანჩესტერ-არენაზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევა მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტს დაემთხვა.
უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტის გამო ხალხი პანიკურად ტოვებდა არენას, რომელიც 21000 მაყურებელს იტევს.
"ყველა ყვიროდა და გარბოდა, ძირს ხალხის ტანსაცმელი და ტელეფონები ეყარა, ისინი ყველაფერს იშორებდნენ",- აცხადებს 22 წლის რობერტ ტემპკინი "BBC"-სთან კომენტარში.