ორი აფეთქება მოხდა მანჩესტერ-არენაზე მიმდინარე კონცერტზე. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, მოედანზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი იმართებოდა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ხალხი პანიკურად ტოვებს ადგილებს და შენობიდან გაღწევას ცდილობს. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.