კადიროვის არასრულწლოვანმა შვილებმა მამაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს. როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტის საშემოსავლო დეკლარაციიდან ხდება ცნობილი, მისი ორი არასრულწლოვანი ბავშვის შემოსავალმა გასულ წელს 20 მილიონი რუბლი შეადგინა. თავად კადიროვის შემოსავალი, მისივე დეკლარაციით, 11,5 მილიონ რუბლს არ აღემატებოდა, მისმა მეუღლემ კი 2016 წელს 2,1 მილიონი გამოიმუშავა.