იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ხოლერის ეპიდემიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 250-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ყოველდღიურად კი მწვავე ინფექციური ვირუსით ასობით ადამიანი ინფიცირდება. საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებს იემენის ჰუმანიტარული დახმარებისკენ მოუწოდებს.