თურქეთში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო. მართლმსაჯულების წინააღმდეგ 221 განსასჯელი წარსდგება. მათ ბრალად 15 ივლისის არშემდგარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედებათ. განსასჯელთა შორის 24 გენერალი, 26 პოლკოვნიკი და 37 სამხედრო ოფიცერია. 200-მდე განსასჯელი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, 9-ს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი აქვს დაწერილი, 12 კი მიმალვაშია.