უნგრეთში მასშტაბური საპროტესტიო აქციები გრძელდება. ბუდაპეშტის ქუჩებში მმართველი პარტიის, „ფიდესის“ წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. მათ სოროსის უნივერსიტეტის შესაძლო დახურვა და მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტეს. ორბანის მთავრობის წინააღმდეგ პრეტენზია ევროკომისიასა და ევროპარლამენტსაც აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის წინააღმდეგ ევროპელი კანონმდებლები სანქციების პაკეტს ამზადებენ.