ისრაელში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ქვეყანას დღეს ორდღიანი ვიზიტით შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეწვევა. დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ რეუვენ რივლინს შეხვდება. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერი ბეთლემში გაემგზავრება, სადაც მოლაპარაკებას პალესტინის ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასთან გამართავს.