ჩრდილოეთ კორეამ საშუალო რადიუსის მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა დაადასტურა და მას წარმატებული უწოდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პროცესს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ადევნებდა თვალს. სამხრეთ კორეული სააგენტოების ცნობით, რაკეტამ 500 კილომეტრის დიტანცია დაფარა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. მორიგი სარაკეტო გამოცდის შემდეგ იაპონიის, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ინიციატივით ფხენიანის ბირთვულ პროგრამაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 23 მაისს ჩაინიშნა.