ჩრდილო კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ეს არ იყო კონტინენტთაშორისი რაკეტა, თუმცა მან იაპონიის ზღვის მიმართულებით დაახლოებით 500 კმ იფრინა.
ფხენიანმა ბოლო რაკეტის გამოცდა 14 მაისს ჩაატარა. მან 800 კილომეტრის დაფარვა შეძლო. ამასთან დაკავშირებით, აშშ-მ სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულისკენ კიდევ ერთი ავიამზიდი, „რონალდ რეიგანი“ გაგზავნა.