10 ივნისს, კლუბ „Number 13”-ში ნუკრი კაპანაძე თავის მსმენელს შეხვდება. „შეხვედრა ნუკრისთან“ - ასე ერქმევა საღამოს, სადაც მომღერალი განსხვავებული რეპერტუარით წარდგება საზოგადოების წინაშე.
„10 ივნისს, ბევრი სიმღერა იმპროვიზირებულად იქნება შესრულებული, გაჟღერდება ახალი სიმღერები და ისეთებიც, რომლებიც მაყურებელს უყვარს. ამ საღამოს ვიქნები ძალიან გულწრფელი, ისეთი როგორიც ცხოვრებაში ვარ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ნუკრი კაპანაძემ.
მომღერალი თავის მრავალფეროვან რეპერტუარს, განსხვავებულ გარემოში პიანისტ ნინო გულიაშვილთან და კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძესთან ერთად წარმოადგენს.
„კლუბ „number 13“ - ში ძალიან განსხვავებული და გემოვნებიანი საღამო გაიმართება. ამჟამად ჩვენ ვმასპინძლობთ ადამიანს, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ფუფუნებად გადაიქცა ქართული ესტრადის მარგალიტების მოსმენა საკონცერტო დარბაზებში. გათვლა გვაქვს გემოვნებიან მუსიკაზე, რეპერტუარზე და ადამიანებზე. ნუკრის, ნამდვილად ელოდება მსმენელი და ეს იქნება დღე, რომელიც ძალიან დიდ ემოციას გამოიწვევს თითოეულ ჩვენგანში“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ კონცერტის ორგანიზატორმა მანანა ლომიშვილმა.
რაც ყველაზე მთავარია, ამ შეხვედრას საფუძვლად ექნება სიყვარული - ისეთი, როგორც ჭეშმარიტ ხელოვნებას სჩვევია.
10 ივნისი, დასაწყისი 21:00 საათი, ბილეთის ფასია 30 ლარი.
მის.: გ.ახვლედიანი 13 (პეროვსკაია) კლუბი "Number 13"
საკონტაქტო ტეელფონი: 555-42-42-90