ხვალ, 4 ნოემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბაქოში მიემგზავრება. პატრიარქის თვითმფრინავი ბაქოში ხვალ დილით, 10:00 საათზე გაფრინდება. 6 ნოემბერს ბაქოში ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები შეხვდებიან. ეს ილია მეორისა და კირილის პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი პატრიარქად აკურთხეს.
საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ბაქოში აზერბაიჯანის სულიერი ლიდერის და კავკასიის მუსულმანთა საბჭოს წინამძღოლის 60 წლის იუბილეზე არიან მიწვეულნი. ღონისძიებაზე რომის პაპსაც ელიან.
ბაქოში ვიზიტის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავად განაცხადა.