ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორი, გორან ბრეგოვიჩი აგვისტოში საქართველოს ეწვევა. ის 26 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე კონცერტს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაცია TKT.ge-ზე ვრცელდება.
"გორან ბრეგოვიჩი უამრავი ცნობილი სიმღერისა და საუნდრეკის ავტორია. მათ შორის, მან შექმნა მუსიკა ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისთვის, რომლებსაც ასრულებდნენ ისეთი კალიბრის ვარსკვლავები, როგორიცაა იგი პოპპი და სეზარია ევორა.
მისი მუსიკა ერთმანეთში აერთიანებს ბალკანურ ფოლკლორს, როკსა და სიმფონიას. სწორედ ეს, ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებების სინთეზი ტოვებს მსმენელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
გორან ბრეგოვიჩი მუდმივად ეწევა აქტიურ საგასტროლო მოღვაწეობას „Wedding and Funerals Orchestra“-ს თანხლებით, რომელსაც თავადვე ხელძღვანელობს და არცერთ ქვეყანაში არ ტოვებს ცარიელ ადგილებს საკონცერტო დარბაზებში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.